კონფერენცია






მოტივაციის ამაღლება მათემატიკის სწავლებისას
მათემატიკის საგანმანათლებლო და განმავიარებელი პოტენციალი უსაზღვროა. იგი უდიდეს როლს თამაშობს პიროვნების აზროვნების და ხასიათის ჩამოყალიბებაში. ამიტომაც დამაფიქრებელია რომ ბოლო წლებში გამოიკვეთა პრობლემა:
ž  იკლო მათემატიკისადმი ინტერესმა მოსწავლეებში
ž  ეროვნულ გამოცდაზე სულ უფრო ნაკლები მოსწავლე აბარებს მათემატიკას
ž  მათემატიკის ოლიმპიადაში არ სურთ მონაწილეობა
ž  მათემატიკაში საატესტატო გამოცდებში  მიღებული ქულები  დაბალია
                ე.. დაბალია მოსწავლეთა მოტივაცია მათემატიკის სწავლებისას
          რამ დაგვაფიქრა?
Ø  როგორ მოვახდინოთ მათემატიკით დაინტერესება.
Ø   როგორ გავზარდოთ მოტივაცია ამ საგანში
Ø   როგორ დავუკავშიროთ მისი სწავლება სხვადასხვა  დისციპლინს,
Ø   როგორ ვასწავლოთ სკოლაში მრავალი  ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრის გზები მათემატიკის დახმარებით
.
კათედრის თანამშრომლებმა ერთად ვიმსჯელეთ, გვქონდა საუბრები სკოლის ბაზაზე არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფთან, დავსახეთ პრობლემის გადაჭრის გზები:
v  პროექტებით სწავლება;
v  სახალისო- შემეცნებითი ღონისძიებები;
v  მათემატიკის გაკვეთილისთვის  თვალსაჩინოებებისა და რესურსების შექმნა;
v  ინტეგრირებული გაკვეთილები;.
  ( მოსწავლეებს უნდა დავანახოთ, რომ მათემატიკა ცალკე განყენებული საგანი კი არ არის, არამედ მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დისციპლინებთან).
v  პრაქტიკული ხასიათის ამოცანების ამოხსნა;. (მოსწავლეებს ვასწავლოს, როგორ გადაჭრან მრავალი ცხოვრებისეული ამოცანა მათემატიკის დახმარებით)
v  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცენში. (გაკვეთილს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის)
    პროექტზე დაფუძნებული სწავლის უპირატესობანი:
   პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ž  ამყარებს კავშირებს საკლასო გარემოს გარეთ
ž  მიმართულია რეალურ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
ž  ავითარებს რეალური ვითარებებთან დაკავშირებულ უნარებს. მაგალითად:
¢  სხვებთან წარმატებით თანამშრომლობის;
¢  გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების;
¢  ინიციატივის გამოჩენის;
¢  კომპლექსური პრობლემების გადაჭრის.
პროექტზე დაფუძნებული სწავლება
ž  ახალისებს:
v  ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს;
v  სასიცოცხლო უნარებს;
v  ტექნოლოგიურ უნარებს;
v  კოგნიტურ უნარებს;
v  საკუთარი თავის მართვის უნარებს;
v  პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას;
ხდება მოსწავლეთა ფოკუსის გადანაცვლება
Ø  მითითებების შესრულებისაგან-
        დამოუკიდებლად წარმართული სასწავლო აქტივობებისაკენ
Ø  დამახსოვრებისა და გამეორებისაგან-  აღმოჩენის, ინტეგრირების და პრეზენტირებისაკენ
Ø  მოსმენისა და რეაგირებისაგან-
               კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის აღებისაკენ
რით დავიწყოთ?- რათქმაუნდა პროექტით.
დავგეგმეთ გრძელვადიანი  პროექტი ”ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას”.
   საკლასო პროექტის „ ჩემი ცხოვრების დღის განრიგი“-ს  პრეზენტაციის დროს გამოვლინდა, რომ  კლასის მოსწავლეების უმრავლესობას თავის დღის განრიგში არ ჰქონდათ აღნიშნული დილის გამამხნევებელი ვარჯიში.
ჩავატარე გამოკითხვა და გამოიკვეთა პრობლემა: მოსწავლეთა უმეტესობამ არ იცის ყოველდღიური გამაჯანსაღებელი სპორტული ვარჯიშის მნიშვნელობა და ზოგადად არ იცნობენ ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ž  პროექტი აქტუალურია იმით ,რომ  მოსწავლეები ეცნობიან ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას.
ž  პროექტი ითვალისწინებს საგანთა ინტეგრაციას და ისტ-ის გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნას.
ინტეგრირებული საგნები:
ž  მათემატიკა;
ž  ქართული;
ž  სპორტი;
ž  ისტ-ი;
პროექტის მიზანია:
ž  დასმული ამოცანის შესაბამისად საჭირო მონაცემების შეგროვებისა და წარმოდგენის ჩვევების განვითარება.   
ž  ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობა და პროპაგანდა სასკოლო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა საგნებში  მიღებული ცოდნის ინტეგრაცია და ცხოვრებაში გამოყენება . კოლაბორაცია თანაკლასელებთან, მშობლებთან და რაიონის საზოგადოებასთან .
ž   კომპიუტერთან მუშაობის უნარ - ჩვევების  განმტკიცება, სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის გამოყენება . მოსწავლეებში დამოუკიდებული მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, პრაქტიკული და საკონუმიკაციო უნარის განვითარება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა  მოიძიეს ინტერნეტით ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. საინფორმაციო ტექნოლოგიების  დახმარებით გადმოიწერეს სურათები, ინფორმაციები. ჩატარებული გამოკითხვის შედეგები წარმოადგინეს სიხშირეთა ცხრილით  და სვეტოვანი დიაგრამით. იზრუნეს წარმოდგენილი მასალის სიცხადესა და ესთეტიურობაზე. მოამზადეს პრეზენტაციები PowerPoint პროგრამით ,  ციფრული ფოტო აპარატით პროექტის სხვადასხვა ეტაპზე გადაიღეს სურათები. პროექტის  მსვლელობის ამსახველი სურათებით გააკეთეს კოლაჟი,  დაწერეს ჩანახატები : „ლაშქრობა“, „ღიმილი ჯანმრთელობის საწინდარია“, „გიყვარდეთ კაცნო ერთმანეთი“. შექმნეს კლასის ბლოგი სადაც მოათავსეს შექმნილი პროდუქტები და გაუზიარეს თანატოლებს. გადაიღეს ვიდეო და ატვირთეს youtube-ზე. მეტი ინფორმაციულობისათვის მოსწავლეები გაესაუბრნენ უფროსებს, მოუსმინეს პედიატრს, რომელმაც მათ ბევრი კარგი დარიგება მისცა და ადმიანებს  რომელთა ცხოვრების წესიც  მისაბაძია, რომლებიც, მიუხედავად მათი  სოლიდური ასაკისა, ინარჩუნებენ ჯანსაღ და აქტიურ მდგომარეობას. მათი გამოცდილება  გაუზიარეს სხვა კლასის მოსწავლეებს.
 პროექტის ფარგლებში ჩატარებული ლაშქრობა მნიშვნელოვანი იყო იმით , რომ  მასში ჩართული იყო მოსწავლეები, მასწავლებლები  და მშობლები. ღონისძიებაში მშობლების ჩართულობამ გაზარდა ბავშვების მოტივაცია და აქტიურობა.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებამ პროექტის განხორციელებისას ხელი შეუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებლობა მიეცა მოსწავლეებს უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი სასწავლო მასალა შეექმნათ.
მნიშვნელოვანია ასევე სახალისო-შემეცნებითი პროექტების ჩატარება. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩავატარეთ პროექტი: „ცოდნა, ლოგიკა, ინტელექტი“ მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკური ცოდნის რეალიზება საზოგადოების წინაშე, არსებულ კონკურენტულ გარემოში, რამაც საკმაოდ  შეუწყო ხელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
სირთულეები ვერ დაიძლევა, თუ მასწავლებელი თავის თავთან მარტო  დარჩება. წარმატების ერთ-ერთი პირობაა მასწავლებელთა ურთიერთდახმარება და თანამშრომლობის განვითარება.დავნერგეთ „კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი
კათედრის თანამშრომლები ვესწრებოდით ერთმანეთის გაკვეთილებს და შემდეგ ხდებოდა უკუკავშირი.
სამუშაო გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამღლების მიზნით ხელსაყრელია საგაკვეთილო პროცესის გამდიდრება საინფორმაციო ტექნოლოგიებით. სპეციალური სასწავლო კომპიუტერული პროგრამები სახალისოს ქმნის სასწავლო პროცესს, მოსწავლეთათვის უფრო მარტივად აღსაქმელს ხდის ამ თუ იმ მასალას. ვიყენებ ინტერნეტ რესურსებს და ამავე დროს ვცდილობ შევქმნა საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით სხვადასხვა რესურსი, რომლის ადაპტირებაც შესაძლებელია.
როგორც ვიცით მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით. კეთებით სწავლის მთავარი პრინციპია მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალების მიცემა. ამ დროდ აქტიურად ვიყენებ სკოლის ეზოს როგორც რესურსს.
მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა მოვახდინოთ მოსწავლეთა პროვოცირებათამაშისსაშუალებით, ანუ, მოსწავლეებს დავავალოთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც მათ სიამოვნებთ. მაგალითად, მოგვიმზადონ დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის მათემატიკური შეჯიბრი. მოსწავლეები უნდა დავარწმუნოდ თავიანთ შესაძლებლობებში და ვაგრძნობინოთ, რომ გვჯერა მათ. ისინიც არ დაიზარებენ, თუნდაც დიდი ძალისხმევის ფასად, ეს ღონისძიება მაღალ დონეზე ჩაატარონ. ღონისძიების ჩატარებისთვის კი მათ აუცილებლად დასჭირდებათ გადახედონ ამ კლასის მასალას. მოიძიონ სახალისო, თავსატეხი და გასართობი ამოცანები.
.1მოსწავლეები გაიმეორებენ წინა წლებში ნასწავლ მასალას.
 2. მოსწავლეები გააქტიურდებიან და აიმაღლებენ ცოდნის დონეს.
 3. მოსწავლეები ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას.
4. მოსწავლეებს გაუჩნდებათ მეტი ინტერესი და სწავლის სურვილი
აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია, არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებულია  ჩვენს ყოველდღიურობასთან. ასევე მნიშვნელოვანია დავანახოთ მოსწავლეებს საგანთა შორის კავშირი ინტეგრირებული გაკვეთილებით.
  







Комментариев нет:

Отправить комментарий