ეროვნული
სასწავლო გეგმის
თანახმად, სოციალური
და სამოქალაქო
კომპეტენცია ერთ-ერთი გამჭოლი
კომპეტენციაა. ის
სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირების
მიზნით ისეთი
უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას გულისხმობს,
როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების
მოგვარება, კრიტიკული
და შემოქმედებითი აზროვნება,
გადაწყვეტილების მიღების
უნარი, შემწყნარებლობა, სხვისი
უფლებების პატივისცემა,ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრება, დემოკრატიული
პრინციპების აღიარება
და სხვა.
სკოლაში
სოციალური პროექტების
განხორციელება ამის
საუკეთესო საშუალებაა.
სოციალური პროექტები
მიმართულია კონკრეტულ სოციუმში (ჩვენ შემთხვევაში XI კლასში) რეალური
სოციალური საჭიროების
შესწავლისა და
სოციალური სიტუაციის
გაუმჯობესებისკენ.
პროექტის აქტუალობა:
საყოველთაოდ ცნობილია,
რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისა და უსაფრთხო ქცევის დანერგვა უფრო ეფექტურია მოზარდობის
პერიოდში. სკოლა ჯანსაღი სტარტის საუკეთესო ადგილია. დადასტურებულია, რომ ცხოვრების
ჯანსაღი წესის ხელშემწყობი ეფექტური სასკოლო პროექტები ამცირებს ქცევის რისკებს.
მოზარდების არასათანადო ინფორმირებულობა და ნაკლებ დაინტერესება ხელს უწყობს მავნე ჩვევებისკენ (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ნარკოტიკი) მიდრეკილებას, არასწორი კვების რეჟიმის დაცვას, არაჯანსაღი (გენმოდიფიცირებული) პროდუქტების მიღებას და სპორტისადმი ნაკლებ ინტერესს. მოზარდების ნაწილი იოლად ხვდება მავნე ჩვევების გავლენის ქვეშ და სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას.
XI კლასი გარდამავალი ასაკია. ამ
პერიოდში ყველაზე დიდია მათი ინტერესი ალკოჰოლის, ნარკოტიკის და ნიკოტინის მიმართ. მოზარდი სინჯავს ან მოიხმარს თანბაქოს, ალკოჰოლს ან ნარკოტიკებს ინტერესით
ან მიმბაძველობის გამო.
როგორც ცნობილია,
არავის უყვარს ჭკუის დარიგება, განსაკუთრებით-ბავშვებს.
პროექტში მათი ჩართვით შეუმჩნევლად და „სხვათა შორის“ მოხდება ინფორმაციის მიწოდება
თუ რა მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ორგანიზმზე მავნე ჩვევებს რა დამღუპველი მოქმედება
აქვს.
პროექტის მიზნები:
·
კლასში მოხდეს ცოდნის ამაღლება ჯანსაღი ცხოვრების
წესის მნიშვნელობაზე, როლსა და შედეგებზე;
·
მოხდეს მავნე
დამოკიდებულების გაანალიზება და მათი პრევენცია ჯანსაღი
ცხოვრების წესის დამკვიდრებით;
·
მოხდეს
თანამშრომლობის, პრეზენტაციის და ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარების ხელშეწყობა;
პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოსაჩენად პასუხი გავეცი შემდეგ
კითხვებს“
·
მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული
მიზნებს ძირითადად მივაღწიეთ:
შევძელი :
·
მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება,
·
გამოწვევა,
·
ჩართვა პროექტის დაგეგმვა-განხორციელება-შეფასებაში;
·
გაიგეს მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესიის მნიშვნელობა;
·
მოსწავლეები გაეცნენ ალკოჰოლისა, თამბაქოსა და ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ რისკებს.
მოსწავლეებმა შეძლეს
·
საკმაოდ საინტერესო
და საჭირო ინფორმაციის მოძიება და ათვისება;
·
დაბალკლასელებისთვის საინტერესო, ინტერაქტიული პრეზენტაციის გაკეთება;
·
საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ნახატებითა და პლაკატებით;
·
გამოიკითხეს სკოლის მოსწავლეები როგორ ესმოდათ მათ ჯანსაღი
ცხოვრების წესი;
რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
თითქმის ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა,
თუმცა მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი იყო სხვადასხვა.
რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ყველაზე წარმატებული ვფიქრობ იყო მეხუთეკლასელთათვის
გაკეთებული ინტერაქტიული პრეზენტაცია პირად ჰიგიენაზე, (ზაფხულია, ცხელა და განსაკუთრებით
აქტუალური თემაა). მეხუთეკლასელთათვის საინტერესო აღმოჩნდა პრეზენტაცია და აქტიურად
ჩაერთნენ აქტივობაში.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პროცესი, როგორც წესი, მძაფრად და ზოგჯერ დრამატულადაც მიმდინარეობს და ხშირად სახიფათო ექსპერიმენტების საფუძველი ხდება - ამ ასაკში ხდება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების დაწყება, ნარკოტიკების გასინჯვა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ფლობდნენ საკმარის ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ათვითცნობიერებდნენ მის მნიშვნელობას და სარგებლობდნენ პრევენციული სერვისებით. აუცილებელია ახალგაზრდების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაძლიერება და მათი აღჭურვა იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რაც მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებას მისცემს.
მოსწავლეებმა მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს ჯანსაღი
ხცოვრების მნიშვნელობა, თამბაქოს და მარიხუანის
მოხმარების უარყოფითი შედეგები; ეს განსაკუთრებით საჭიროა XI კლასელთათვის, რადგან თამბაქოს მომხმარებელი ადამიანების უმრავლესობა იწყებს მოწევას მოზარდობის პერიოდში.
მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა გააკეთეს
დასკვნა, რომ მოზარდების სწორი და ჯანსაღი კვება ისევე, როგორც რეგულარული ფიზიკური დატვირთვა და უარი მავნე ჩვევებს ზრდასრული ადამიანის კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.
პროექტის მიმდინარეობისას
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესი და უნარები. კერძოდ: სპორტზე და ჯანმრთელობაზე მის დადებით გავლენაზე ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაცია
გააკეთეს სპორტის სექციებში ჩართულმა მოსწავლეებმა; პლაკატები დახატეს მოსწავლეებმა,
რომელთაც უყვართ და ეხერხებათ ხატვა, თუმცა ვერ მოვახერხე ყველა მოსწავლის აქტიურად
ჩართვა პროექტში, მოსწავლეებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან სიგარეტის მოწევაში დავავალე
ნიკოტინის მავნე მოქმედებაზე ინფორმაციის მოძიება, მაგრამ მათ თავი აარიდეს და ჯგუფის
სხვა წევრებს მოუწიათ აღნიშნული სამუშაოს შესრულება. თუმცა მოძიებულ ინფორმაციას ინტერესით
ადევნებდნენ თვალყურს. ვფიქრობ ისინი დაფიქრდებიან საკუთარ ქცევაზე, მავნე ჩვევიდან
მიღებულ უარყოფით შედეგებზე და გაითვალისწინებენ სამომავლოდ.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
სხვა შემთხვევეაში ვფიქრობ კარგია პროექტში ჩაერთონ
სხვა კლასის მოსწავლეებიც, მოეწყოს მხიარული სტარტები და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა
მთელ სკოლაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий