გაკვეთილის
მოდული
მეექვსე
კლასი
ათწილადების შედარება და დალაგება
1.გაკვეთილის თემა
|
ათწილადის
შედარება და დალაგება
|
2. სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი,
მე-6 კლასი
|
3.
მასწავლებელი
|
ნანა ცინცაძე
|
4. მოსწავლეთა
რაოდენობა
|
32
|
5. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
2
|
6. აქტივობის
მიზანი
|
მოსწავლეებმა უფრო ღრმად შეისწავლონ ათწილადები, გაიწაფონ მათ ჩაწერაში, შედარებასა და დალაგებაში.გამოიყენონ
მიღებული ცოდნა პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად
|
7. ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
მათ.VI.1. გამოსახავს ათწილადებს სხვადასხვა სახით. კითხულობს სასრულ ათწილადის ჩანაწერს;
უთითებს თანრიგებს და ასახელებს ციფრთა მნიშვნელობებს თანრიგების მიხედვით;
იყენებს ამ ცოდნას ათწილადების შედარებისა და დალაგებისას ;
|
8.
თანმიმდევრობა
|
შესავალი : 2 წთ.
გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი
ამოწმებს
დავალების შესრულებასა და სისწორეს. კითხულობს აქვთ თუ არა რაიმე გაუგებარი.
A ფაზა (გამოწვევა)
I :
აქტივობა : პრეზენტაცია – 3 წთ
მასწავლებელი გაკვეთილის
დაწყებისთანავე მოსწავლეებს სთავაზობს ამოცანას, თუ
ვინ არის გამარჯვებული მათსავე კლასიდან სპორტის გაკვეთილზე ჩატარებულ შეჯიბრში. იგი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ
გამარჯვებული ბავშვი და ასახელებს სამ საუკეთესო შედეგს. 9.6 წმ; 9.05წმ; 9.25წმ;
(სავარაუდოდ მოსწავლეები დაასახელებენ
სხვადასხვა შედეგს) აღნიშნული ამოცანა მოსწავლეებს გაუღვივებს
ინტერესს გაკვეთილის მიმართ და აქტიურად ჩაებმებიან მასში, ვინაიდან
ასეთი აქტივობით გაკვეთილის დაწყება მათთვის უჩვეულოა და ამავე დროს საინტერესო.
აქვე მასწავლებელი იტყვის რომ სწორედ ათწილადების შედარება და დალაგებაა მათი გაკვეთილის
თემა.
B ფაზა (ცოდნის
კონსტრუირება )
აქტივობა2.-10წთ
მასწავლებელი
გაახსენებთ მათ თუ როგორ ვადარებდით ნატურალურ რიცხვებს. აქ ჩაერთვებიან სსს მოსწავლეები
. შეადარებენ ერთნიშნა და ორნიშნა
ნატურალურ რიცხვებს.
გაიხსენებენ
ნატურალური რიცხვის დაშლას თანრიგებად და თითოეული ციფრის მნიშვნელობას
რიცხით ჩანაწერში.
რიცხვების შესადარებლად გამოვიყენებთ რიცხვით სხივს.
აქტოვობა3.-5წთ
მოსწავლეები კომპიუტერის ეკრანზე მასწავლებლის მეთვალყურეობით დამოუკიდებლად
შეასრულებენ სავ. 1. ამ სავარჯოშოს
ძირითადი დანიშნულებაა არსებული მასალის გააზრებისა და ათვისების
ხელშეწყობა.
აქტივობა4-5წ
მასწავლებელი
მინი ლექციის საშუალებით აუხსნის მოსწავლეებს როგორ უნდა შევადაროთ ათწილადები. გავამახვილებ ყურადღებას იმაზე რომ ათწილადში
მარჯვნიდან ნულის მიწერით ათწილადის მნიშვნელობა არ იცვლება.
მოსწავლეები შეეცდებიან შეასრულონ ტესტი SKOOL.ge და მსჯელობენ როგორ განახორციელონ ათწილადების
შედარება.
ეს აქტივობა ხელს უწყობს ათწილადების შედარების უკეთ
გაგება- გააზრებას.
IV აქტივობა: დამოუკიდებელი
სამუშაო
- 3 წთ
აქვე ჩაერთვება
სსსმ მოსწავლე და ის მასწავლებელთან ერთად
შეასრულებს მისთვის წინასწარ მომზადებულ სავარჯიშოს „სახალისო
მათემატიკა“
მოსწავლეები კომპიუტერთან
იმუშავებენ სავ.2-ზე და მოსწავლეები შეძლებენ შეადარონ
ათწილადები. პირველად
ადარებენ მთელ რიცხვებს, და შემდგომ კი ათწილადის ნიშნებს, მიყოლებით.
V აქტივობა: დამუკიდებელი
სამუშაო -
5 წთ
ეს სამუაშაო
ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის გაღრმავებას.
დამოუკიდებელი
მუშაობის დროს კომპიუტერთან მუშაობს მეორე სსსმოსწავლე და ასრულებს მისთვის შედგენილ ტესტს.
დამოუკიდებელი
სამუშაოების შემოწმებაში მასწავლებელს ეხმარება კათედრის მასწავლებლები
C ფაზა (გამთლიანება/რეფლექსია)
VIII აქტივობა: გამთლიანება:-10 წთ
მასწავლებელი ახდენს შესრულებული სამუშაოს შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს გამოკითხვას (რა ვისწავლეთ, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება) შევაჯამებთ
მიღებულ ცოდნას და ვუბრუნდებით საწყის ამოცანას.
მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ
დაასახელონ სპორტის გაკვეთილზე გამარჯვებული მოსწავლე.
საშინაო დავალება:- 2წთ
მასწავლებელი აძლევს კლასს საშინაო დავალებას და ინსტრუქციებს ამოცანების ამოხსნისათვის.
|
9. შეფასება
|
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით. შეფასდება კლასში ჩართულობა და დამოუკიდებელი დავალებები, არგუმენტირებული მსჯელობა, აზრის ლაკონურად ჩამოყალიბება, კომპიუტერთან
მუშაობის უნარი.
მასწავლებლები წინასწარ შედგენილ ბარათებზე აკეთებენ
გაკვეთილის შეფასებას, რაც დაეხმარება მასწავლებელს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.
|
10.
საგანმანათლებლო რესურსები
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები-კომპიუტერი,
პროექტორი;
კათედრის მასწავლებლები
საოფისე პროგრამები: Word, Microsoft Powerpoint. Skoool.ge
ინფორმაციის წყარო-VIკლასის სახელმძღვანელოები;
|
ნანა ცინცაძე მათემატიკის გაკვეთილის ანალიზი -თვითშეფასება
კლასი VI_2
VI_2 კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი
თემაზე „ათწილადის შედარება და დალაგება“
მიზანი: მოსწავლეებმა უფრო ღრმად შეისწავლონ ათწილადები, გაიწაფონ მათ ჩაწერაში, შედარებასა და დალაგებაში.გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკული ამოცანების
ამოსახსნელად
სამოდელო გაგვეთილით
კმაყოფილი ვიყავი, რადგან ვთვლიდი რომ შევძელი
1. მეჩვენებინა არა წინასწარ დადგმული გაკვეთილი, არამედ მუშა გაკვეთილი , სადაც გაკვეთილის ყველა ეტაპი დავალების შემოწმებიდან დაწყებული ახალი დავალების ჩანიშვნით დამთავრებული იყო ცოცხალი და დაუდგმელი.
2. გამოვიყენე მრავალფეროვანი თვალსაჩინოება ჩემი შექმნილი თუ ინტერნეტში მოძიებული
3. ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილში
4. მასწავლებელი მართავდა კლასს
5. გაკვეთილი იყო მხიარული, აქტიური
6.
გაკვეთილზე ჩართული იყო სსსმ მოსწავლეები
7. დასახულ მიზნებს მივაღწიე
მიუხედავად
ამისა, იყო რაღაც , რამაც უკმაყოფილების გრძნობაც დამიტოვა ვფიქრობ უკეთესი იქნებოდა
მეტი დრო დამეთმო დაფასთან მუშაობისთვის დამოუკიდებელი სამუშაოს მიცემემდე.
დამსწრე მასწავლებლემა მომცა
რჩევა პროექტორის გამოყენებისას, რადგან პროექტორზე გამოსახულება შედარები პატარა
იყო და უკანა მერხებიდან ბავშვები კარგად ვერ არჩევდნენ რიცხვებს.
გაკვეთილზე
გადავიღეთ ვიდეო, რამაც საშუალება მომცა
კრიტიკულად დავკვირვებოდი ჩემს თავს
და გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე. რაც აუცილებლად დამეხმარება
თვითშეფასებისთვის.
გაკვეთილის თემა
|
მათემატიკა- საკლასო
ოთახის კეთილმოწყობა
ინგლისური- |
|
სწავლების საფეხური და კლასი
|
მე-6 კლასი
|
|
ინტეგრირებული საგნები,
მასწავლებლების სახელი და გვარი |
ნანა ცინცაძე (მათემატიკის მასწავლებელი)
ია სიხარულიძე (ინგლისურის მასწავლებელი) |
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
24
|
|
განსაკუთრებული მიდგომების
საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა |
1
|
|
აქტუალობა
|
ამ გაკვეთილით მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემის
დამოუკიდებლად გადაჭრის ჩვევებს. იმყარებს შეძენილ ცოდნას და ოჯახის წევრებსაც
კი გაუწევს კომპენტენტურ კონსულტაციას ამ საკითხების ირგვლივ.
|
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით) |
ინგლისური ენა
თემატიკასთან დაკავშირებული ლექსიკის გაცნობა-სწავლება; ენობრივი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება- Reading , listening
and speaking skills.
გუნდური მუშაობის ჩვევების გამომუშავება
მათემატიკა
მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე
ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება. კერძოდ შეძლონ საკლასო ოთახის კედლების
, იატაკის, ჭერის, კარ-ფანჯრების ფართობის გამოთვლა. და რემონტისათვის სჭირო
მასალის თანხის გამოთვლა.
|
|
ეროვნული სასწვლო გეგმით
განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები |
მათ.VI.6 ადგენ რეალური ვითარების ან მისი სიტყვიერი აღწერის შესაბამის
ტოლობას.
მათ.VI.10 რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობირქტის(მაგ. საკლასო ოთახის იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში.
მათ.VI.7 მოსწავლე ამოიცნობს სივრცულ ფიგურებს, აღწერს
და გამოსახავს მათ სხვადასხვა ხერხით.
მათ. VI.2 იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს.
ინგ. VI
ინგ. VI
|
|
თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო) |
აქტივობა-1.
(5წთ) პროვოცორების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს, რომ შესაძლებელია სპონსორის მოძიება რათა
გარემონტდეს საკლასო ოთახი, ამისთვის კი
პირველ რიგში აუცილებელია გავიგოთ რა თანხაა საჭირო რემონტისთვის. დავალება რომ
სწრაფად შევასრულოთ დავიყოთ ჯგუფებად და გავინაწილოთ სამუშაო. ჯგუფებად დაყოფა
მოხდება შემდეგნაირად. მოსწავლეები ქაღალდისაგან გამოჭრილ ფიგურებიდან (მართკუთხედი,
კვადრატი, სამკუთხედი, წრე)ირჩევენ ერთ- ერთს და ასახელებენ რა ფიგურაა და ინგლისურად
ამბობენ ფიგურის სახელსა და ფერს. შემდეგ იქმნება ოთხი ჯგუფი“:სამკუთხედი“,
„მართკუთხედი“, „კვადრატი“, „წრე.“
გაკვეთილი მიმდინარეობს სლაიდების გამოყენებით,რომელიც ჩართული იქნება გაკვეთილის მსვლელობისას საჭიროებისამებრ. აქტივობა2.(5წთ). ინგლისურის მასწავლებელი პროექტორის საშუალებით უჩვენებს სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურებს და სვამს კითხვას: არის თუ არა რომელმე ფიგურის სახელწოდება მათთვის ნაცნობი. შემდეგ ეცნობიან სხვადასხვა ფიგურის სახელწოდებებს ინგლისურად, ვარჯიშობენ მათ სათანადო გამოთქმაზე, ქმნიან ტექნიკური სიტყვათა ლექსიკონს სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად.
Slideshows-ს ფონზე მასწავლებელი აკეთებს ახალი სიტყვების პრეზენტაციას.
აქტივობა3.(10წთ).
წინარე ცოდნის გააქტიურებისათვის მათემატიკის მასწავლებელი იყენებს სტრატეგიას
„დაკარგული სიტყვები“ , რისთვისაც ურიგებს ჯგუფებს საკითხავ
დავალებას , და აძლევს ინსტრუქციას:
ყურადღებით წაიკითხეტ ტექსტი და
აღადგინეთ გამოტოვებული სიტყვები.
შემდეგ მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს
ტექსტის სწორ ვარიანტს, მოსწავლეები ადარებენ მათ მიერ შევსებულ ტექსტს, თავად პოულობენ მსგავსება-
განსხვავებას საკუთარ ნამუშევრებთან.
აქტივობა 4 (10წთ) თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება:
I-გამოთვალონ რამდენი და რა თანხის შპალერი და
დაჭირდება საკლასო ოთახს.
II- რის ტოლია იატაკის ფართობი და რამდენი ლარის
ლამინატი დაჭირდება საკლასო ოთახის იატაკს.
III-რის ტოლია ჭერის ფართობი და რამდენი ლარის
ზეთოვანი საღებავი დაჭირდება ჭერის შეღებვას.
IV-რის ტოლია კარების ფართობი და რამდენი ლარის
საღებავი დაჭირდება კარების ორივე მხრიდან შეღებვას?
აქტივობა 5 (10 წთ) ინგლისური ენის მასწავლებელი აცნობებს მოსწავლეებს რომ გაიხსნა ახალი ინგლისური მაღაზია სადაც ყველაფერი ხარისხიანი და კარგია და ურჩეს მოსწავლეებს ამ მაღაზიაში გაარკვიოს თითოეული საჭირო მასალის ფასი. იქვე საკლასო ოთახში მოწყობილი იქნება „მაღაზია“, მოსწავლეები შეეცდებიან იინგლისურად გაესაუბრონ „გამყიდველს“ და დაადგინონ საჭირო ინფორმაცია.
აქტივობა 6 (5 წთ)
მიღებული ინფორმაციისა და გამოთვლების საფუძველზე მოსწავლეები შეასრულებენ მიცემულ დავალებას და გააკეთებენ პრეზენტაციას. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს კომენტარებით. |
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ფართობის საზომი ერთეულები, იცნობენ სივრცითი ფიგურებს. იციან მართკუთხედის ფართობის გამოთვლა. მართკუთხა პარალელეპიპედის
ზედაპირის ფართობის გამოთვლა.
|
|
საკლასო მენეჯმენტი
|
ინდივიდუალური, ჯუფური.
|
|
საგანმანათლებლო რესურსები
|
სახელმძღვენელოები: მათემატიკა
გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე. მოსწავლის სახელმძღვანელო; მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ინგლისური ენა
+
სახალმძღვანელო,მასწავლებლის სახელმძღვანელო.
ტექნიკური რესურსი: 1კომპიუტერი, კომპ.პროგრამა „power point“, პროექტორი.
დაფა, ცარცი, მარკერები, საწერი კალამი, სამუშაო ფურცლები,
ფერადი ფურცლები.
|
კრიტერიუმები
|
1-5
|
6-7
|
8-10
|
ჯგუფი
მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა
სამუშაო ვერ დაგეგმა, ამიტომაც მისი საქმიანობა სტიქიური იყო
|
ჯგუფმა
სამუშაო დაგეგმა, მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
|
ჯგუფმა
სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრულა გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო
არ იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
სამუშაო
ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად
გადანაწილდა
|
სამუშაო
კარგად იყო ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად
გადანაწილდა
|
ჯგუფის
წევრთა ჩართულობა
|
ერთი(ორი)
მოსწავლე აქტიურობდა მხოლოდ
|
ჯგუფის
თითქმის ყველა წევრი აქტიური იყო
|
ჯგუფის
ყველა წევრი აქტიური იყო
|
ჯგუფის
წევრთა შორის ურთიერთობა
|
ჯგუფის
აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის
წევრთა შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები იყო
|
ჯგუფის
წევრთა შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
ინტეგრირებული
გაკვეთილის ჩატარების დღე: 10 ივნისი
სკოლა: ჩოხატაურის 1 საჯარო
სკოლა
კლასი: მე-6-ე
მასწავლებლები: ნანა ცინცაძე და ია სიხარულიძე
საგნები:
მათემატიკა და ინგლისური
ძირითადი
თემა/საკითხი: საკლასო ოთახის კეთილმოწყობა
მისაღწევი
შედეგები:
·
მოსწავლეებს განუმტკიცდებათ
მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობის გამოთვლის უნარი. საჭირო მასალის
საყიდლად საჭირო თანხის გამოთვლის უნარი
·
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
მათემატიკის სხვა დისციპლინებთან დაკავშირების უნარი
·
გაიწაფებიან
ინგლისურად დიალოგის წარმართვაში
·
ამაღლდება მოსწავლეთა
მოტივაცია სწავლის მიმართ
ძირითადი
სასწავლო რესურსები:
·
საკლასო
ოთახის ზომები.
·
საწერი
კალამი, ცარცი, დაფა
·
თაბახის
ფურცლები და ფერადი ქაღალდი
·
ფულის
კუპიურები
·
პროექტორი,
კომპიუტერი
რამდენად
მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს:
· მოსწავლეებმა შეძლეს შეძენილი
მათემატიკური ცოდნის რეალიზება.
გაეცნენ სხვადასხვა ფიგურის სახელწოდებებს ინგლისურად, ივარჯიშეს მათ სათანადო გამოთქმაზე,გაიმდიდრეს სიტყვათა მარაგი .
უფრო
მეტად რომელი შედეგის მიღწევით ხართ კმაყოფილი:
· მოტივაციის ამაღლებით
· სხვა დისციპლინებთან არსებული მჭიდრო
კავშირის დანახვებით
რა
გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა
მოსწავლეთა
ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე:
· ყველა მოსწავლე აქტიურად იყო
ჩართული გაკვეთილის პროცესში
·
· მოსწავლეებმა განიმტკიცეს
სივრცული ფიგურის შესახებ ცოდნა
· პრაქტიკულად გამოიყენეს
ინგლისურის გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვები და გამართეს დიალოგი „გამყიდველთან“.
10.06 2014 წ.
მათემატიკის მასწავლებელი: ნანა ცინცაძე
პროექტ –გაკვეთილი- "ჩვენ გვიყვარს მათემატიკა"
VI_1კლასი
პრობლემა- რაში გვჭირდება მათემატიკა?
მოსწავლეთა
დაბალი მოტივაცია
Ø
პროექტის მიზანი: მათემატიკით დაინტერესება მოსწავლეებში და მოტივაციის გაზრდა საგანში. დავანახოთ მათემატიკა მოსწავლეებს სხვა თვალით. მათემატიკა არაა მხოლოდ საგანი, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან, მათემატიკა ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მათემატიკა ჩვენი ყოველდღიურობაა. მათემატიკა აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის.
პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია იმდენად რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან .
პროექტის მიზანი: მათემატიკით დაინტერესება მოსწავლეებში და მოტივაციის გაზრდა საგანში. დავანახოთ მათემატიკა მოსწავლეებს სხვა თვალით. მათემატიკა არაა მხოლოდ საგანი, რომელსაც სკოლაში გვასწავლიან, მათემატიკა ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მათემატიკა ჩვენი ყოველდღიურობაა. მათემატიკა აუცილებელია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის.
პროექტის აქტუალობა : პროექტი აქტუალურია იმდენად რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ რომ მათემატიკა არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია არამედ იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან .
Ø ისტი
ინტეგრირებულია სასწავლო
პროცესში – მოსწავლე
არ სწავლობს
ისტს იზოლირებულად.
არსებობს ისტის
შესწავლის აზრიანი
საფუძველი .
Ø ამოცანები:კლასის დაყოფა ჯგუფებად, თემის არჩევა,
მასალის მოძიება, გაცნობა, შესწავლა, დახარისხება, საპრეზენტაციო მასალის მომზადება
Ø შედეგი:მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ ჩვევებს,
ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.
გაირდება მოტივაცია. შეხედავენ მათემატიკას სხვა თვალით.
Ø პროდუქტები:
პრეზენტაციები, რესურსი ზღაპარის სახით,
. კედლის გაზეთი „ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“.
Ø საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარის დახვეწა.
მონაწილეთა ასაკი
VI
კლასი
შეფასების საგანი/პროცედურები
დაკვირვების საგანი და ანალიზის ობიექტი იქნება ამოცანებზე პასუხი, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
ვადები/ხანგრძლივობა 1 კვირა
რესურსები:
შეფასების საგანი/პროცედურები
დაკვირვების საგანი და ანალიზის ობიექტი იქნება ამოცანებზე პასუხი, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
ვადები/ხანგრძლივობა 1 კვირა
რესურსები:
- კომპიუტერი
- პროექტორი
- ფურცლები, კალმები
პროექტის მსვლელობა
კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად.
თითოეულმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია რიცხვთა
სამყაროს წევრებზე რომლებიც
გამოირჩევიან საინტერესო
თვისებებით და მოამზადეს პრეზენტაციები.
შემდეგ ჯგუფებს
მიეცა ამოსახსნელად ამოცანები, რომლის მიზანია ყოველდღიურ ცხოვრებაში
მათემატიკის საჭიროების ჩვენება .
მოსწავლეებმა წარმოადგინეს
კედლის გაზეთი „ჩვენ გნიყვარს მათემატიკა“, მრაფალფეროვანი მასალით.
გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა აღიარეს, რომ არ არსებობს სფერო სადაც მათემატიკის
ცოდნა არ იქნება საჭირო
პროექტი-“ცოდნა, ლოგიკა, ინტელექტი“
ჩოხატაურის 1 საჯარო სკოლა
საგანი- მათემატიკა
არსებული მდგომარეობა და პრობლემები:
მათემატიკის სულ უფრო და უფრო მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე
ცხოვრებაში უკვე საყოველთაოდ აღიარებულია. კარგ მათემატიკურ განათლებას შეუძლია ნებისმიერი
ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება მრავალფეროვანი და ნაყოფიერი გახადოს.
დღეს სკოლებში მოსწავლეების მოტივაცია მათემატიკის შესასწავლად
უმრავლეს შემთხვევაში დაკავშირებულია ეროვნულ გამოცდებთან და სწავლების საშუალო საფეხურზე
ჩნდება, რაც იწვევს მათემატიკის ფორსირებულ შესწავლას. მოკლე დროში მიღებული ცოდნა
ვერ გამოირჩევა ხარისხის მაღალი დონით.
პრობლემის დაძლევის გზები:
პრობლემის დასაძლევად საჭიროა, მოსწავლეებს ადრეულ ასაკში გაუჩნდეს მათემატიკის შესწავლის მოტივაცია.
მოტივაციის გაჩენის ერთ-ერთი სერიოზული საშუალებაა შეჯიბრი, კონკურსი, სადაც გამარჯვებისადმი
სწრაფვა აჩენს სწავლის სურვილის გაძლიერებას.
სამიზნე ჯგუფი -საბაზო და საშუალო სკოლის მოსწავლეები
პროექტის მიზანი:
მათემატიკის, როგორც საგნის პოპულარიზაცია. მოსწავლეთა შორის მათემატიკის სწავლების მოტივაციის გაზრდა.
ლოგიკური და სწრაფი აზროვნების განვითარება.ცოდნის დონის ამაღლება.
პროექტის ამოცანები:
კონკურსი ხელს შეუწყობს მოსწავლეების აზროვნების უნარის
განვითარებას, სასკოლო მათემატიკის კურსში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოვლენას.
აუმაღლებს მათ თვითშეფასების უნარს.
პროექტის მიმდინარეობა:
IX-X-XI
კლასის მოსწავლეთა შორის
ჩატარდა შიდა საკლასო შესარჩევი ტური. თითოეული
კლასიდან შეირჩა 5-6 კაციანი ჯგუფი.
შერჩეულ ჯგუფებს
შორის ჩატარდა მათემატიკური შეჯიბრი. შეჯიბრის შედეგებს თვალყურს ადევნებდა და აფასებდა
მათემატიკის კათედრის წევრები.
მოსწავლეები ასრულებდნენ
სახალისო, ლოგიკურ ამოცანებს.
აღნიშნულ პროექტში
გამარჯვება მოიპოვა XI2 კლასის მოსწავლეებმა, მეორე
ადგილი დაიკავა IX კლასის
მოსწავლეებმა.
კონკურსში გამარჯვებულები
დაჯილდოვდნენ სიგელებით.
პროექტი მიმდინარეობდა
ხალისით და კონკურენტულ პირობებში მოსწავლეებმა შესძლეს საგაკვეთილო პროცესში მიღებული
ცოდნა გამოეყენებინათ და აქტიურად ჩაბმულიყვნენ პროექტში.
პროექტის ხელმძღვანელი:
ნ.ცინცაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий